საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენცია „მუზეუმი და გლობალიზაცია"

სსიპ აჭარის მუზეუმი 5 და 6 სექტემბერს გიწვევთ VI საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენციაზე „მუზეუმი და გლობალიზაცია", რომელიც 2021 წლიდან ტარდება სსიპ აჭარის მუზეუმის ორგანიზებით. საერთაშორისო კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული, სოციალური დმომიჯნავე დარგების, ასევე, სამუზეუმო მენეჯმენტისა და კულტურული ტურიზმის მიმართულებით მომუშავე მკვლევარების სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის განვითარებას და სხვადასხვა ქვეყნების მეცნიერთა ურთიერთთანამშრომლობას.

ძირითადი მოთხოვნები: კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკადემიური ხარისხის მქონე პირებს, მაგისტრებსა და დოქტორანტებს; საკონფერენციო თემა უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე; თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 300 სიტყვას;

კონფერენციის სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური. რეგლამენტი: მოხსენება –10 წუთი; მსჯელობა – 5 წუთი. 

 კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები: 1. ისტორია 2. არქეოლოგია 3. ეთნოლოგია 4.ხელოვნება/არქიტექტურა 5. კულტურული ტურიზმი 6. სამუზეუმო მენეჯმენტი. 

მნიშვნელოვანი თარიღები რეგისტრაციის დასაწყისი - 10 თებერვალი დასასრული - 15 ივნისი.  საბოლოო ნაშრომის მიღების ბოლო ვადა - 25 ოქტომბერი. შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ საორგანიზაციო კომიტეტს: conferenceajaramuseums@gmail.com კონფერენცია გაიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში. კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება - 50 ლარი  ჩარიცხეთ მითითებულ რეკვიზიტებზე. მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში ბანკის კოდი- 750797499 სსიპ აჭარის მუზეუმი ს/კოდი 245769271 საფუძველი- მაგ:(კონფერენციაში მონაწილეობის ღირებულება) 50 ლარი. 

სხვა ტექნიკურ დეტალებთან დაკავშირებით გადადით მითითებულ ბმულზე:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdw0_yFXz6_-N__0UpDFBb0te4NYZoeB9qDAXWa-YkYkruVdQ

თარიღი: 21/05/2026